საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2025 წლის 26 მარტს (აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების დღეს) გამართავს ტრადიციულ, რიგით მეოთხე სამეცნიერო კონფერენციას -„ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“. 

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებსა და მოწვეულ პედაგოგებს, ასევე, კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. მასალები გამოიცემა ელექტრონულად. 

ტექნიკური მოთხოვნები: ტექსტის მოცულობა: მაქს. 600 სიტყვა; შრიფტი: Sylfaen; საენათმეცნიერო ტრანსკრიფციათა შრიფტისთვის სასურველია ICL_Symbol. 

გამოგზავნილ მასალებს თან უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია. 

მასალები მიიღება 2025 წლის 15 მარტამდე, მისამართზე: caucasology@tsu.ge 

კონფერენცია გაიმართება მისამართზე: 0179 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №19, III სადარბაზო, მე-4 სართული, არნოლდ ჩიქობავას კაბინეტ-მუზეუმი +995 595 089 589 caucasology@tsu.ge

 

პატივისცემით,

საორგანიზაციო კომიტეტი

თარიღი: 24/02/2025